ღარიბაშვილის თემასთან დაკავშირებით ყველაფერი მარტივია, ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ ქვეყანაში, სადაც ბიძინა არის ერთპიროვნული მმართველი, ის ქმნის გუნდს, რომელსაც არანაირი პოლიტიკური მხარდაჭერა არ გააჩნია და მხოლოდ ფულზეა დამოკიდებული, პოლიტიკური ოპონენტებიდან თითქმის ყველას ყიდულობს, ხოლო ვინც ოდნავ მაინც წონად პოლიტიკურ კაპიტალს აგროვებს, მათ იცილებს და სხვები მოჰყავს.
ეს ყველაფერი კეთდება ისე, ვითომ ქვედა რგოლი უპირისპირდება ერთმანეთს და ბიძინა არაფერშუაშია…
მე ცოტა ვერ ვხვდები, ხალხი რას ელოდება, ან ღარიბაშვილმა რა უნდა თქვას ისეთი, რაც ისედაც გასაგები არაა…
ამ მოცემულობას, მხოლოდ ხალხის მიერ სისტემისგან დამოუკიდებელი პოლიტიკური ძალის მხარდაჭერა შეცვლის, სხვა არაფერი.
36
6
1August 18, 2026 597 2